
IRI: გამოკითხული მოქალაქეების 59%-ს სურს, რომ მომავალი პრემიერი რომელიმე პარტიასთან იყოს კავშირში
17/09/2020 07:17:12 პოლიტიკა
IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა – 59% ფიქრობს, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ–მინისტრი რომელიმე პარტიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს, რომ პრემიერი დამოუკიდებელი, უპარტიო იყოს. ამავე კითხვაზე 25% პასუხობს, რომ არ იცის ან არ აქვს პასუხი.
IRI-ს კითხვაზე, ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ–მინისტრი, გამოკიხული მოქალაქეების 44%-ს მიაჩნია, რომ ეს საპარლამენტო უმრავლესობის პრეროგატივაა, ხოლო 36%-ის აზრით, პრემიერი პარლამენტის მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა დანიშნოს.
კვლევა 4 აგვისტოდან 21 აგვისტოს პერიოდში, პირდაპირი ინტერვიუს პრინიციპით ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილება 1 500-მა ადამიანმა მიიღო. ცდომილება +- 2.5%-ია.
ცნობისთვის: ამ დროისთვის ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, ენმ–ის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "სტრატეგია აღმაშენებლის" – გიორგი ვაშაძე.