8 ნაბიჯი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – რას სთავაზობს „ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას
17/09/2020 07:42:52 პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს, რომლებიც მისი ხედვით, პანდემიის დროს მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.
ვახტანგ კალოიანის მიერ წარდგენილი გეგმა ასე გამოიყურება:
- კლინიკების მობილიზაციის გაწერილი გეგმა- საწოლთა რაოდენობის, აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ექიმებისა და ექთნების რაოდენობის მითითებით, მათი პროცესში ჩართვის დროში დეტალურად გაწერილი გეგმის შექმნა;
- სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სახელფასო დავალიანებების სრული დაფარვა;
- რისკ - ჯგუფების - მოხუცთა თავშესაფარები, დიალიზის, ონკოლოგიის სამსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი თავდაცვის საშუალებებით და მათი უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლი;
- ჯანდაცვის ნაციონალურ ცენტრს მიეცეს საშუალება კვლევების დღიურად 10000 ტესტის შესრულების;
- პერიოდულად გახდეს ხელმისაწვდომი კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიების შიდა თუ გარე ხარისხის კონტროლის შედეგები;
- 112 - პაციენტი- პირველადი ჯანდაცვა ჯაჭვის გამართვა -
- ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიცემა;
- პანდემიის მომზადებისთვის დახარჯული სახსრების და მიმდინარე ხარჯების საჯაროობა;
- გრიპის ვაქცინაციისთვის საჭირო ღონისძიებების დროული განხორციელება. მათი საჯაროობა და დროში გაწერილი მოქმედებები.
„ევროპული საქართველო“ , მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ძალიან დაბალი შეფასებისა, რისთვისაც ისინი აგებენ პოლიტიკურ პასუხს, მზად არის ნებისმიერი ფორმით ინტელექტუალური, ფიზიკური დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტროს მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში.“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.


