Accentnews.ge
TI: აპრილ–ივნისში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარამდე დაიხარჯა

TI: აპრილ–ივნისში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარამდე დაიხარჯა

17/09/2020 09:48:19 პოლიტიკა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, აპრილ-ივნისში მივლინებებზე ბიუჯეტიდან 11 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, როცა ქვეყანა პანდემიის გამო ჩაკეტილი იყო, მივლინებების ხარჯი თითქმის განახევრდა, თუმცა ამავე მიზნით განსაზღვრულ თანზახე მეტი დაიხარდა.

"„მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე", - ვკითხულობთ კვლევაში.

ცნობისთვის: ორგანიზაციამ დღეს, 17 სექტემბერს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მოკლე ანალიზი გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S