Accentnews.ge
დეპუტატი მკოიანი: „ვერავითარ დემოკრატიას ვერ ვხედავ“

დეპუტატი მკოიანი: „ვერავითარ დემოკრატიას ვერ ვხედავ“

17/09/2020 12:09:00 პოლიტიკა

პარლამენტში „ქართული ოცნების" მხარდაჭერით მოხვედრილი დეპუტატი და აწ უკვე დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს, მასზე კი ზეწოლა ხორციელდება, რათა კანდიდატურა მოხსნას.

„ვერავითარ დემოკრატიას ვერ ვხედავ. უკვე ერთი თვეა, ჩემზე ზეწოლა მიდის, რომ კანდიდატურა მოვხსნა“,– განუცხადა „ტვ პირველს“ მკოიანმა.

მისივე თქმით, ფინანსური პოლიცია მისი ძმის გაზის კომპანიაში შევიდა. დეპუტატი აღნიშნულს პოლიტიკას უკავშირებს.

„ღამით ფინანსური პოლიციის 10 გამომძიებელი მოვდა, გააღვიძეს ბუღალტერი, მთელი ფინანსური დოკუმენტაცია შეკრიბეს – გატანილია 40–მდე ტომარა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე ბიზნეზე ზეწოლაა – ჩემს ოჯახზე ზეწოლა იმისთვის ხდება, რომ კანდიდატურა მოვხსნა“,– აღნიშნავს მკოიანი.

ცნობისთვის: მკოიანი ხუთი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ამჟამად „ოცნების“ დეპუტატია, დამოუკიდებელ დეპუტატად კენჭის ყრა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახალქალაქისა და ნინიწმინდის ოლქში მმართველმა გუნდმა საველ მანუკიანი დაასახელა.

მიმდინარე წლის აგვისტოში ადვოკატი ამბობდა, რომ მკოიანს და მისი ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით მკოიანის ძმის ავტომანქანა აფეთქდა.

მანამდე, მიმდინარე წლის 26 მარტს ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა, რომელშიც მკოიანი ცეცხლსასროლი იარაღით ფიგურირებდა. გავრცელდა კადრები, რომელზეც ასახულია, რომ შეიარაღებული მკოიანი კონკრეტულ პირს მისდევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S