Accentnews.ge
ლავროვი: "დარწმუნებული ვარ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აღდგება და დალაგდება"

ლავროვი: "დარწმუნებული ვარ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები აღდგება და დალაგდება"

17/09/2020 20:38:49 პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს "მმართველ ელიტებში რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მხარდამჭერი პოლიტიკური პარტიების გამოჩენაზე" მიუთითებს და დარწმუნებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები "აღდგება და დალაგდება".

"დარწმუნებლი ვარ, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა აღდგება, მოგვარდება. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველი პოლიტიკოსების გამოჩენას, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ეს ჯერ არცთუ დიდი ჯგუფებია მმართველ ელიტებში. თუმცა ღრმად მწამს, რომ საბოლოო ჯამში, იზეიმებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ურთიერთლტოლვა, ხოლო პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების საშუალება არ მისცენ, შერცხვებიან" – განაცხადა ლავროვმა პროპაგანდისტულ რუსულ ტელეარხ RTVI-სთვის მიცემულ ასევე პროპაგანდისტულ-სადეზინფორმაციო ინტერვიუში.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, “ახლა საქართველოს მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ, მიიღონ ვიზა თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციაში, მით უფრო, რომ ვიზის გასაცემად გათვალისწინებულ შემთხვევათა სია გაფართოვდა”.

“გასულ წელს მოსკოვი და თბილისი ერთ ნაბიჯში იყვნენ სავიზო რეჟიმის გაუქმებისგან, თუმცა შემდეგ მოხდა რუსეთის ფედერალური საბჭოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებული სკანდალი” – აღნიშნა მან.

რუსეთის მთავარი დიპლომატის მტკიცებით, “საქართველოს იყენებენ ისევე, როგორც უკრაინას, აძლევენ რა მოკლევადიან კრედიტებს, სანაცვლოდ კი საერთაშორისო სავალუტო ფონდი ქვეყანაში უდიდეს როლს ასრულებს”.

"არავითარი მიზეზი არ გვაქვს საიმისოდ, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს. ჩვენ არასოდეს არაფერი წამოგვიწყია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს, როგორ იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც ქართულ ჯარს წვრთნიდნენ. ამერიკელებმა მშვენივრად უწყოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც ფეხქვეშ გათელა ყველა შეთანხმება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ დანაშაულებრივი ბრძანება გასცა".

ამასთან, ლავროვმა სცადა, მოსკოვისადმი საერთაშორისო საზოგადოების ბოლოდროინდელი ბრალდებების წყება საპასუხო ბრალდებებით "გადაეფარა" და განაცხადა, რომ “საკუთარი სამხედრო ოპერაციების გასამართლებლად დასავლეთის ქვეყნებს არაერთგზის გამოუყენებიათ გაყალბებული მტკიცებულებები”:

"მაგალითად, 2003-ში აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა მსოფლიოს უჩვენა კოლბა, რითაც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება უნდა დაემტკიცებინა, თუმცა შემდეგ ბრიტანეთის (რომლის ჯარები ამ ოპერაციაში ასევე მონაწილეობდნენ) პრემიერმა ტონი ბლერმა აღიარა, რომ ერაყს არავითარი მსგავსი იარაღი არ გააჩნდა. 1991 წელს კი, იუგოსლავიის წნააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გაჩაღებისას ეუთო-ში აშშ-ის წარმომდგენელმა უილიამ უოლკერმა ასევე გამოიყენა ყალბი მტკიცებულებები ალბანური მოსახლეობის გენოციდის დასამტკიცებლად, რაც ქვეყნის დამობმვევის დაწყების საბაბად იქცა”."[…] ჰაიდი ტალიავინის საექსპერტო ჯგუფმა 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიწტის გენეზისი გამოიკვლია და ცალსახა დასკვნა გამოიტანა: ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა, ყველა სხვა მომიზეზება, რომლის გამოყენებასაც ის შეეცადა, - თითქოს ვიღაცამ მისი პროვოცირბა მოახდინა და ვიღაც ჩასაფრებული იყო გვირაბის მეორე მხარეს – ეს ყველაფერი ეშმაკისეულია" – დასძინა ლავროვმა.

ცნობისთვის: ევროკავშირის ომის გარემოებების დამდგენი კომისია ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომისიის დასკვნა ომიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა. რეალურად, მასში ნათქვამია, რომ ღია საომარი მოქმედებები ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, თუმცა შეუძლებელია მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს. აღნიშნულია ისიც, რომ სამხედრო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და ომის დაწყებას წინ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი, ინციდენტები და პროვოკაციები უძღოდა. დასკვნის გამოქვეყნებამდე და შემდეგაც კომისიის წევრებმა არაერთხელ განმარტეს, რომ კომისიის მუშაობის მიზანი ომის დაწყებაში რომელიმე მხარის პირდაპირი დადანაშაულება არ იყო, თუმცა, საბოლოოდ, დისკუსიები ძირითადად ამ მიმართულებით წარიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S