Accentnews.ge
უკრაინის ცსკ–მ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მასალები პოლიციას გადაუგზავნა 

უკრაინის ცსკ–მ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მასალები პოლიციას გადაუგზავნა 

24/06/2019 07:35:55 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ახალ ძალთა მოძრაობის“ კანდიდატებს საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა და მასალები პოლიციას გადაუგზავნა.  

მიზეზად ცსკ–ის ვებ–გვერდზე კანდიდატების წარდგენისას დაშვებული დარღვევებია დასახელებული.

როგორც კომისიაში განმარტავენ, ვინაიდან ახალი არჩევნები პრეზიდენტის ბრძანებულებით მხოლოდ 21 მაისს დაინიშნა სააკაშვილის პარტია ამ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს 8 მაისს პარტიულ სხდომაზე ფიზიკურად ვერ განიხილავდა, ხოლო პარტიის 10 ივნისის ყრილობა, რომელზეც კანდიდატების წარდგენა მოხდა პარტიული წესდების დარღვევით წარიმართა.

ცნობისთვის: უკრაინის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები 21 ივლისს შერეული სისტემით გაიმართება:  225 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, კიდევ 225 – ერთმანდატიან ოლქებში. არჩვენებში მონაწილეობა მხოლოდ 5%–იან ბარიერგადალახულ პარტიებს შეუძლია

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S