Accentnews.ge
ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და ნაჩოს სანჩეს ამორი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს ეხმიანებიან

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და ნაჩოს სანჩეს ამორი ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს ეხმიანებიან

18/09/2020 09:08:28 პოლიტიკა

მივესალმები საქართველოში მიღებულ საარჩევნო რეფორმასა,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

იგი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ძალისხმევა არ დაიშურონ მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად.

,,მე მივესალმები საქართველოში მიღებულ საარჩევნო რეფორმას და მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის ოპოზიციას, ძალისხმევა არ დაიშუროს 31 ოქტომბერს მშვიდობიანი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ეს არჩევნები საქართველოს მომავლის განმსაზღვრელია”,- წერს მარინა კალიურანდი.

ევროპარლამენტარი ნაჩოს სანჩეს ამორი კი საქართველოს წარმატებულ პოლიტიკურ რეფორმებს ულოცავს.

,,ევროპარლამენტში ჯოზეფ ბორელთან ერთად საქართველოს თავისი წარმატებული პოლიტიკური რეფორმები უნდა მივულოცოთ. ახლა ერთი რამ, რაც გვაფიქრებს არჩევნების პანდემიის პირობებში დაკვირვებაა. ევროპარლამენტმა უნდა გააგზავნოს ტავისი სადამკვირვებლო მისია და დაეხმაროს მაღალი კვალიფიკაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“,- წერს ევროპარლამენტარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S