გიგა ბოკერია მიხეილ ყაველაშვილს:"ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე"
18/09/2020 12:06:46 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებას "ქართული ოცნების" მხრიდან ხამური მოჰყვა.
"ქართული ოცნების" დეპუტატმა და მაჟორიტარობის კანდიდატმა ნაძალადევში, მიხელ ყაველაშვილმა "ევროპული საქართველოს" მიერ დარბაზის დატოვებას უპასუხა და პარტიის წევრებს მიმართა, რომ ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც ომის დროს.
გიგა ბოკერიამ ამ განცხადებას კი ასე უპასუხა: "ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე".
ცნობისთვის, პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ნათია თურნავა საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.


