ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

19-09-2020 17:01:45 პოლიტიკა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

საარჩევნო ნომერი დღეს 47 საარჩევო სუბიეტს მიენიჭა.

კანონმდებლობით, წილისყრის პროცედურის გამარტვისთვის ცესკო-ს ვადა 1 ოქტომბრამდე ჰქონდა, თუმცა როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, ნომრების მინიჭება გაცილებით ადრე გახდა შესაძლებელი.

„გუშინ ამოიწურა საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის მიზნით ცესკო-ს თავმჯდომარისთვის მიმართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, რიგითი ნომრების განსაზღვისთვის ბოლო ვადა არის პირველი ოქტომბერი, ანუ არჩევნებამდე 30 დღე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელი გახდა სხვადასხვა პროცედურა დასრულებულიყო დროულად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიეცა შესაძლებლობა, არჩვნებამდე 30-ის ნაცვლდ 42 დღით ადრე წილისყრით განესაზღვრა რიგითი ნომრები“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით სულ რეგისტრირებულია 58 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცესში მონაწილეობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 სარევნო სუექტს უფლება ჰქონდა, წილისყრის პროცედურის გრეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომრები, რომლებსაც ისინი მანამდე იყენებდნენ.

საუბარია იმ 13 პოლიტკურ პარტიასა თუ ბლოკზე, რომლებიც კანონით დადგენილი წესით, კვალიფიციურ სუბიექტებად მიიჩნევიან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები