CNN:"დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს"

20-09-2020 10:05:23 პოლიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწამლავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა საეჭვო კონვერტი სავალდებულო შემოწმების დროს აღმოაჩინეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესულ ფოსტას უტარდება.

„სიენენი“ იუწყება, რომ ჩატარებულმა ორმა სხვადასხვა კვლევამ შეფუთვაში რიცინის არსებობა დაადასტურა. ახლა სამართალდამცველები კონვერტის წარმომავლობას სწავლობენ. ცნობილია, რომ ის კანადიდან არის გაგზავნილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები