რას წერდა ქუთაისში გარდაცვლილი სოხუმელი პედაგოგი: „არც მე მჯეროდა ავადმყოფობის“

21-09-2020 12:47:52 საზოგადოება

ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული გართულებების გამო ქუთაისის კლინიკაში სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი, 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ცნობილი 21 სექტემბერს გახდა.

ირკვევა, რომ პაციენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებატ ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთიდან კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

ექვსი დღის წინ პედაგოგი სოციალურ ქსელში წერდა, რომ მასაც არ სჯეროდა COVID-19–ის არსებობის, მაგრამ ის „ჩვენს შორის არსებობს“. ამის შემდეგ ანუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის ქუთაისში კრიტიკულ მდგომარეობაში გადმოიყვანეს.

სკოლაში, სადაც ლუდმილა ანუა ასწავლიდა, ორკვირიანი კარანტინი გამოაცხადეს. როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, 50-ზე მეტ მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

იხილეთ ასევე: COVID-19: დაეხმარო აფხაზეთს რუსული სანქციების გვერდის ავლით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას ცნობით, ანუასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთიდან სამი პაციენტი გადმოიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები