„ისე მეზრდება გადასახადი, მივდივარ და "ბანკომატს" მკვდარს და ცოცხალს ვაგინებ“
21/09/2020 11:07:36 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილისთვის წარმოუდგენელია, ამომრჩეველმა დაიჯეროს „ქართული ოცნების“ მიერ მორიგ ჯერზე გაცემული დაპირებები, მით უფრო, რომ მისი შეფასებით, პარტიამ მოსახლეობისთვის მიცემული პირობა არც ერთ ჯერზე არ შეასრულა.
ამ კონტაქტში მან მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული ცნობილი დაპირება გაიხსენა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის კეთილდღეობა ყოველ წელს გაუმჯობესდებოდა და „ქართული ოცნების“ მმართველობის მეოთხე წელი იქნებოდა საუკეთესო, „ქართული ოცნება“ კი უკვე მმართველობის მერვე წელს ითვლის.
„ჯიბეზე იგრძნობთ 4 წლის შემდეგო [ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას] და კრედიტი იმდენი მაქვს თვიდან თვემდე, ისე მეზრდება გადასახადი, რომ მთელი ხელფასი მიმაქვს, მივდივარ და "ბანკომატს" ვაგინებ მკვდარს და ცოცხალს, ზემოდან ბანკებს და მთავრობას, რომელმაც ლარის კურსს დედა უტირა“,– განაცხადა ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
ელისაშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩეველმა გაცემული დაპირებების შესრულება თითოეული პარტიისგან უნდა მოითხოვოს.
იხილეთ ასევე: სიღარიბე საქართველოში – „იუნისეფის“ კვლევები


