Accentnews.ge
უგულავა – სააკაშვილზე: „რაც იყო, ის დარჩა!“

უგულავა – სააკაშვილზე: „რაც იყო, ის დარჩა!“

21/09/2020 12:22:27 პოლიტიკა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგი უგალავას შეფასებით, სირცხვილია, როდესაც ქვეყნიდან წასული ადამიანი „პარტიუკებს“ უწოდებს მათ, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და „ტყვიაზე მიდიან“. უგულავას მხედველობაში ჰყავდა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციის მისამარტით მისი შეფასებები.

„ყველას შეურაცხყოფის უფლებას რატომ აძლევს თავს? ეს რას ნიშნავს – რა ადამიანობა ან მეტყველებაა? როგორ წარმოგიდგენია ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც ასე დამამცირებლად გექცევა? ეს არის ჭკუა ვისწავლე, შევიცვალე, სხვა ვარო? მე მგონი, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანები არ ვიცვლებით: რაც იყო, ის დარჩა. ერთპიროვნული მმართველი კი ამ ქვეყანაში არავინ იქნება. ბოლო იქნება ივანიშვილი, რომელიც გზას გაუდგება და მეტი ფარაონი ამ ქვეყანას არ ეყოლება“,– განაცხადა უგულავამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მანამდე უგულავამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად კახა გეწაძის დასახელებას “სირცხვილი” უწოდა.

უგულავას თქმით, გეწაძე ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის (რიჟა) პარტნიორია, რომელიც გიგი უგულავას საქმეში პროკურატურის მოწმე იყო.

“ესაა თქვენი “ადგილობრივი გენერალი”? ამისთვის ჩაშალეთ ერთიან მაჟორიტარებზე მოლაპარაკებები, ამას ვერ უთხარით უარი? კახა გეწაძე -politician? თქვენ რა, ქვეყანა ჩალით გგონიათ დახურული?! ეს კაცი დღემდე რიჟას პარტნიორია, უფრო ზუსტად, ხელის ბიჭი, (არ მოგესმათ! იმ რიჟასი, შეთითხნილი სპეცოპერაციით ივანიშვილს ჩემი თავი რომ დააჭერინა თქვენი პარტიის დაფინანსების ბრალდებით). ის იყო ყველაზე სამარცხვინო გამგებელი ზესტაფონში და ოლქის სხვა რაიონებს მისი არსებობა ან არ გაუგიათ, ან ამბობენ – კიდევ კარგი, ეს არ იყო ჩვენი გამგებელიო! ეს პერსონა არის პოლიტიკაში “მოჩალიჩე” ტიპაჟი, მარტო ფული და გამორჩენა რომ ადარდებს. აბა, კარგად მოიკითხეთ, 2013 წლის მერე სადმე რამე ბრძოლში თუ გაუელვია”, — წერს უგულავა “ფეისბუქზე”.

როგორც უგულავა ამბობს, ამოცანა გეწაძისნაირი ხალხის პოლიტიკიდან ჩამოშორება უნდა იყოს, არათუ მაჟორიტარად დაყენება.

“აი, ესაა ზუსტად ქოცობა, როცა გგონია, რომ ჯოხს ჩაარჭობ და ამომრჩეველი მაინც პარტიის ნომერს შემოხაზავს. ესაა სწორედ ამომრჩევლის აბუჩად აგდება, როცა ენმ გიგი წერეთელს რიჟას, ანუ ბიძინას კაცის კაცს უყენებს კონკურენტად და ამას ამომრჩევლის მოთხოვნად ასაღებს. კახა გეწაძესთან შედარებით ზაზა გოროზიაც კი ბარუხ სპინოზაა. #სირცხვილია. ნამდვილდ გარდამტეხი ცვლილებების დროა ამ ქვეყანაში”, — წერს უგულავა.

მოგვიანებით უგულავამ თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ თუ ოპოზიციის ერთიან კანდიდატებზე სეთანხმება გეწაძის გამო ჩაიშალა, ეს ხალხმა უნდა იცოდეს.

გიგი უგულავას ასევე გამოეხმაურა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლაძე, რომელის თქმითაც, უგულავს პოსტები მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ სწორ გზაზე დგანან. წითლაძის თქმით, უგულავასნაირი “არასწორი” ტიპები ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ.

წითლიძის მოსაზრებით, უგულავამ უკვე არაერთხელ “დაკარგა სახე” და ავიწყდება, რომ მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია..

“ჯერ ერთი: შენ ვინ გკითხავს, ენმ ვის დააყენებს კანდიდატად. შენ რომ ენმ-ის ლიდერი იყავი, გეწაძე მაშინაც ზესტაფონის პარტიის თავმჯდომარე იყო და ეს პრეტენზიები მაშინ არცერთი არ გქონია. უფრო მეტიც, შენგან განსხვავებით, გეწაძე მაშინაც პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი იყო, შენ რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ ჯართი გვეძახე. შენგან განსხვავებით, არც პარტიისთვის უღალატია, არც გუნდისთვის და არც ღირებულებებისთვის. ჯერ ჯართი არ უძახია და მერე “იქნებ ზუგდიდი დამითმოთ” მუხლებზე ჩოქვით არ მდგარა. ჯერ კანდიდატი არ დაგვიყენებია ზუგდიდში და რასაც აქ შენ კადრულობ, ეგეც გეყოფა გაბანძებისთვის”, — წერს წითლაძე “ფეისბუქზე”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S