ვაშაძემ ქუთაისის განვითარების სტრატეგია წარადგინა
21/09/2020 12:43:48 პოლიტიკა
გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ქუთაისის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
მისი თქმით, "ქუთაისი უნდა იყოს დასავლეთ საქართველოს და ზოგადად ქვეყნის განვითარების ავანგარდში და ამიტომ წარადგენს სტრატეგიას ქუთაისის ავანგარდის დასახლებაში".
ვაშაძის გეგმა მოიცავს:
- დრაივ მუზეუმ მედეას შექმნას;
- საპარლამენტო დედაქალაქის ქუთაისში დაბრუნებას;
- ინდუსტრიული პარკის შექმნას ქუთაისში, ავანგარდში. იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა მიკროსქმების, მიკროჩიპების წარმოება;
- IT ქალაქი; Microsoft, Facebook, google და ა.შ, მათი ოფისები უნდა იყოს საქართველოში,– ამბობს ვაშაძე;
- ძველი ქუთაისის რეაბილიტაცია და ახალი ქუთაისის გაშემება აეროპორტის მიმართულებით ახალი ქუთაისის, რომლის ბოლოშიც იქნება დრაივ მუზეუმი მედეა.
- მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის გაკეთება პარლამენტთან ახლოს, ის უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირებს.სწრაფი სამგზავრო მატარებელი თბილისი-ქუთაისი, ქუთაისი-ბათუმი, ქუთაისი-ზუგდიდი;პირდაპირი რეისები ქუთაისიდან.უნდა შემოვიყვანოთ 10 ბრენდული სასტუმრო ქუთაისში.
- დიდი გასართობი პარკი, ე.წ დისნეილენდი.
პრეზენტაციას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებთან ერთად პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატი ანდრო ლოსაბერიძეც დაესწრო. პარტიამ ლოსაბერიძემ კანდიდატად გუშინ, 20 სექტემბერს წარადგინა.


