სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძისა და რუსი მაღალჩინოსნის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება
21/09/2020 14:35:58 პოლიტიკა
სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, “ქართული მარშის” ლიდერის სანდრო ბრეგაძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის იგორ მოროზოვის საუბარს ასახავს.
აუდიოჩანაწერში სავარაუდოდ, იგორ მოროზოვი სავარაუდოდ, სანდრო ბრეგაძეს გარკვეულ ბიზნეს ინტერესებზე და "ფულის შოვნაზე" ესაუბრება. კერძოდ, სავარაუდოდ, რუსი მაღალჩინოსანი ინტერესდება, გაიყიდება თუ არა საქართველოში თხევადი გაზი. აუდიოჩანაწერი დაახლოებით 5-წუთიანია.
"ვაიბერში მოგწერ...იმიტომ რომ ცოტა ბიზნესით უნდა დავკავდეთ. თქვენ მანდ როგორ ხართ, გაზი? პროპანი? ბუტანი? თხევადი გაზი? ... ჩემი მეგობრები მთავაზობენ კარგ მოცულობებს მუდმივად. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში ეს ძალიან კარგად წავიდოდა, ამიტომ შენ თავზე თუ აიღებ ამ თემას", - მიმართავს სავარაუდოდ, მოროზოვი სავარაუდოდ, ბრეგაძეს.
სავარაუდოდ, ბრეგაძე ამ წინადადებას თანხმდება და აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობას აღდგომის შემდეგ დაიწყებს. სავარაუდოდ, რუსი ჩინოსნის თქმით, ის დააკავშირებს ბრეგაძეს ბიზნესმენთან, რომელიც 20 წელია, ამ საქმეშია ჩართული.
"ბიზნესმენთან გაივლი კონსულტაციას. შენ დაგეყრდნობა. მე მას ვუთხარი, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი მხოლოდ შენ შეიძლება იყო", - აცხადებს სავარაუდოდ, მოროზოვი.
იგორ მოროზოვი ფსბ-ს პოლკოვნიკი იყო და მას კგბ-ს ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.
ბრეგაძემ აღნიშნული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან დააადასტურა ნაცნობობა მოროზოვთან. ბრეგაძის თქმით, მოროზოვს წლებია, იცნობს და მასთან მეგობრობს.
“მოროზოვი მესაუბრება, ხომ არ ვიცი ადამიანი, ვინც დახმარებას გაუწევს პროპან-ბუტანის ბიზნესში. ამ საუბარში მე ვეუბნები, რომ კი ბატონო, მე მყავს ვიღაც მეგობრები და მოვიკითხავ”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ბრეგაძემ საკუთარ ვიდეომიმართვაში ასევე თქვა, რომ მეგობრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეწყვეტდა ბრძოლას დავით გარეჯის დასაცავად და საარჩევნო პროცესებს არ გამოეთიშებოდა, მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს განასაჯაროებდნენ. ბრეგაძის თქმით, დიდი ხანია, რაც მის საუბრებს იწერენ და შემდეგ ამონტაჟებენ. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი უკრაინაში ხდება. სანდრო ბრეგაძე “ქართული მარშის” დამფუძნებელია. “მარში” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს.


