აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ  რუხის საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა

23-09-2020 11:19:52 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.

„Philips Affinity 50“ ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული. სამედიცინო აპარატი,უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აშშ_ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ-ს თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები