ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

23-09-2020 12:37:35 მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა,– იუწყება სასაგენტო „ბელტა“.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ფიცის დადების ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა და მას ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები.

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მან „უარი თქვა, ხალხი ქვეყნისთვის რთულ პერიოდში მიეტოვებინა“.

მისი სიტყვებით, მსოფლიო კრიზისის ზღვარზე იმყოფება და აუცილებელია, ქვეყანა უსაფრთხო ცხოვრებას და თანხმობას დაუბრუნდეს მომავლის გამო.

ცნობისთვის: ბელარუსში პროტესტი 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და ახალი არჩენების ჩატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.

აშშ-მა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები შეაფასა, როგორც არადემოკრატიული, ხოლო ევროკავშირმა არჩევნების შედეგები არ სცნო და ბელარუსს სანქციებს უწესებს, თუმცა უშუალოდ ლუკაშენკოსთვის სანქციების დაწესებაზე ევროკავშირის ქვეყნები ამ ეტაპზე ვერ შეთანხმდნენ.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ოფგიციალური კომენტარების მიხედვით, თბილისი ძალადობას ემიჯნება, თუმცა აღიარებს თუ არა კულაენკოს გამარჯვებას, უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები