როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

24-09-2020 10:56:24 საზოგადოება

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების მარინა ენდელაძის ცნობით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა კვლავ აჭარის რეგიონში ფიქსირდება, თუმცა შემთხვევებია გამოვლენილი დანარჩენ რეგიონებშიც. კერძოდ, რეგიონების მიხედვით 259 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 164
  • თბისისი – 34
  • იმერეთი – 22 (აქედან 15 – ქუთაისი, 3 – წყალტუბო, 1–საჩხერე, 1 თერჯოლა, 2– ბაღდათი)
  • სამეგრელო–ზემო სვანეთი – 15
  • გორი – 1
  • მარნეული–1
  • მცხეთა – 1
  • კახეთი – 1
  • საზღვარგარეთიდან იმპორტირებული – 5

ამასთან, ენდელაძემ აღნიშნა, რომ მესაზღვრეებთან დაკავშირებულია 5 ახალი შემთხვევა.

ენდელაძის თანახმად, სადღეისოდ კრიტიკულია 18 კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა და მათთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პროგნოზის გაკეთება ვერ ხერხდება. მათგან ყველაზე მეტი კრიტიკული პაციენტია ბათუმის რესპუბლიკურში.

„ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. სისტემა გამართულია, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა და ვახერხებთ პაციენტების მართვას“,– დასძინა ენდელაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები