Accentnews.ge
ენმ–მ შესაძლოა, ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატი დაუყენოს

ენმ–მ შესაძლოა, ჯაფარიძეს დიდუბეში კანდიდატი დაუყენოს

25/09/2020 09:12:12 პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს, ენმ–ის მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს.

როგორც სამადაშვილი ამბობს, საქმე ეხება ჯაფარიძის განცხადებას, რომ ენმ-ის ამომრჩევლების აზრი მისთვის მნიშვნელოვანი არაა.

სამადაშვილის შეფასებით, მსგავსი ფორმულირება იყო სეცდომა და ჯაფარიძემ „წითელი ხაზი“ გადაკვეთა.

„კარგად იცით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში მხოლოდ 3 ოლქში დააყენა კანდიდატი, დანარჩენი კი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ მიგვაჩნია, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად გადაწყვიტა, მეორე ფრონტი გახსნას და ხშირად თავს გვესხმიან ჩვენ, ჩვენს ლიდერებს. ჩვენ არ ვპასუხობთ თავდასხმებს მიხეილ სააკაშვილზე, პარტიის სხვა ლიდერებზე. თუმცა, არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ. ამიტომ, მინდა, მივმართო „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია - მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა, რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება, თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტავს თავის პოზიციას. გნებავთ, მოიხადოს ბოდიში,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

ოპოზიციური შეთანხმების დანარჩენი მონაწილეები – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ევროპული საქართველო“ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, შეეშვან ერთმანეთის განცხადებების დევნას, მით უფრო შანტაჟის ელემენტებით და აქცენტირდნენ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S