“ჩვენ მხარს დავუჭერთ “აღმოსავლეთ პარტნიორობისა” და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებს, რაც გამოხატული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობაში”

25-09-2020 16:07:53 საგარეო პოლიტიკა

"ჩვენ მხარს დავუჭერთ "აღმოსავლეთ პარტნიორობისა" და სამხრეთ სამეზობლოს ქვეყნებს, რაც გამოხატული იქნება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობაში",- განაცხადა "EURACTIV"–ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, "დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ამ კავშირის ნაწილი და მან ეს უფლება თავისი ისტორიის, დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული იდეის ერთგულების გზით მოიპოვა.”

სტატიის ავტორი საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შეფასებაზეც წერს, რომლის მიხედვით, "ეს ურთიერთობა ისტორიულ სიმაღლეზეა საქართველოს ევროინტეგრაციის მასშტაბების თვალსაზრისით".

"დადგა დრო, როდესაც ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ამ კავშირის ნაწილი. ეს უფლება საქართველომ თავისი ისტორიის, დემოკრატიული ღირებულებების და ევროპული იდეის ერთგულების გზით მოიპოვა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც ამჟამად წარმოადგენს ორგანიზაციის სამხრეთ კავკასიის ქვეყანასთან ურთიერთობის საფუძველს, უკვე აღიარებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს, მაგრამ არ აქვს ევროპული პერსპექტივის ფორმულირება“,- წერს გამოცემა.

როგორც ,,EURACTIV“ -ს საქართველოს მთავრობამ განუცხადა, "საქართველო მზადაა საბოლოო გამოცდისთვის ევროპული ღირებულებებისადმი მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების შესამოწმებლად და დასამტკიცებლად".

”ჩვენ გვესმის, რომ ასეთი უფლება ასევე განპირობებულია მრავალი დემოკრატიული, ეკონომიკური და საკანონმდებლო კრიტერიუმით, მაგრამ, მსგავსად ჩვენი წინამორბედი სხვა ევროპელ ერებისა, საქართველო მზადაა საბოლოო გამოცდისთვის ევროპული ღირებულებებისადმი მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების შესამოწმებლად და დასამტკიცებლად”, - ასე უპასუხა საქართველოს მთავრობამ ,,EURACTIV” - ს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები