მელიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ქვები და კვერცხები დაუშინეს
28/09/2020 05:01:52 პოლიტიკა
თბილისში, გლდანულაში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს და გლდანში ოპოზიციის ერთიან კანდიდატს ნიკა მელიას თავს დაესხნენ.
სამოქალაქო ატივისტი, ანა ჭარხალაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ნიკა მელია ამომრჩევლებს გლდანულაში, ერთ-ერთ სკვერში ხვდებოდა, რა დროსაც კვერცხები და ქვები დაუშინეს.
"ქართული ოცნება / Georgian Dream სამარცხვინო მოძლადეები ხართ არ შეგრჩებათ!!! შეხვედრა გვქონდა ხალხთან. ნიკა მელია ესაუბრებოდა ხალხს და ქართული ოცნების ტიტუშკებმა ქვები და კვერცხები ისროლეს მაღალი სართულიდან, დიდიხნის განმავლობაში დაგვყვებოდნენ, ბოლოს ეს დაგეგმეს. საბედნიეროდ გადავრჩით და ეს ქვები აგვცდა", - წერს ანა ჭარხალაშვილი.


