
სომხეთმა საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
28/09/2020 16:12:51 კავკასია
სომხეთის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, გამოიყენოს რეგლამენტის 39-ე წესი – დროებითი ზომა და მიუთითოს აზერბაიჯანს „შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა მთიანი ყარაბაღის და სომხეთის შეიარაღებულ ძალებზე საზღვრის მთელ პერიმეტრზე; შეწყვიტოს შერჩევითი თავდასხმები; შეწყვიტოს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე“.
ინფორმაციისთვის: დროებითი ზომა გულისხმობს დაუყონებლივ ზომას, რომელიც სასამართლოს პრაქტიკით, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საშიშროება.
სასამართლოს ინფორმაციით, ამ დროისთვის სომხეთის მოთხოვნა დამუშავების პროცესშია.
თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტისპირა ზონის რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მუროვდაგის სტრატეგიული სიმაღლე აიღეს.
ასევე ცნობილია, რომ საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვას გეგმავს აზერბაიჯანიც.
ცნობისთვის: ვითარება ყარაბაღში 27 სექტმბერს დაიძაბა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ უწყება. ქვეყნები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში