Accentnews.ge
ვითარება ყარაბაღში: კონფლიქტის ზონიდან მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

ვითარება ყარაბაღში: კონფლიქტის ზონიდან მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

28/09/2020 19:59:50 კავკასია

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა არაქსის ხეობაში ახალი, ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა. ამის შესახებ სამინისტროს წარმომადგენელი არცუნ ოვანესიანი ფეისბუქზე წერს. იგი აღნიშნავს, რომ ყარაბაღის თავდაცვის არმიამ წარმატებით მოიგერია ყველა შეტევა, მოწინააღმდეგემ კი მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა.

"ამ მომენტისთვის განადგურებულია მოწინააღმდეგის 22 ტანკი და 370-ზე მეტი სამხედრო. მოწინააღმდეგეს უფრო მეტი დაჭრილი ჰყავს", - წერს არცრუნ ოვანესიანი.

თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს მშვიდობიანი მოსახლეობის საარტილერიო დანადგარებით დაბომბვაში სდებს ბრალს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ფრონტისპირა ზონის რაიონებში, მათ შორის ტერტერის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა, ასევე სერიოზულად დაზიანდა სახლები და ინფრასტრუქტურა.

სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე დაპირისპირება იყო, რაზეც გერმანიის კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა.

სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.

ცნობისთვის: ვითარება ყარაბაღში 27 სექტმბერს დაიძაბა. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელდება. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ უწყება. ქვეყნები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S