
"ვიმედოვნებთ, საქართველო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს ჩაატარებს. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატო–სთვის"
29/09/2020 08:30:14 საგარეო პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს,. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსა და ნატოს–თვის", – განაცხადა სტოლტენებრმა.