Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის"

სტოლტენბერგი: "მოგიწოდებთ სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის"

29/09/2020 08:37:06 საგარეო პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სრულად გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ალიანსს და მოემზადოს წევრობისთვის.

როგორც სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო ნატო–ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

"მე ძალიან ვაფასებ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატო-სთან აკავშირებს. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ უსაფრთხოების სფეროში და ბევრი სხვა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, სწავლებებში, ავღანეთის მისიაში. ჩვენ ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ერთად და თქვენც შეგიძლიათ ამაყობდეთ იმ წვლილის გამო, რომელიც შეგაქვთ ნატო-ს უსაფრთხოებაში და ნატო-ს მისიების წარმატებაში. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ რეფორმების მიმართულებით მიაღწია. თქვენმა ქვეყანამ უკვე მიაღწია კარგ პროგრესს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. მოგიწოდებთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეთ ნატო–ს და მოემზადოთ წევრობისთვის. ვიმედოვნებთ, საქართველო ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის არჩევნებს, ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ნატო–სთვის", – მიმართა სტოლტენბერგმა გახარიას.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა "განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობა ნატო–სა და საქართველოს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით".

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო–ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და რუსეთს მოუწოდა, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის აღიარება და გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S