Accentnews.ge
"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარაა ნატო–სთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის"

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარაა ნატო–სთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის"

29/09/2020 09:05:35 საგარეო პოლიტიკა

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა შეხვედრისას ერთობლივად აღნიშნეს, რომ გასულ წელს ნატო-საქართველოს შორის იყო ძალიან დინამიური თანამშრომლობა პრაქტიკულ დონეზე, მათ შორის წვრთნების ნაწილში.

„2019 განსაკუთრებით შესანიშნავი წელი იყო ამ კონტექსტში. ამავდროულად ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით განვაგრძოთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა იმისთვის, რომ ნატოსთან გავაღრმავოთ ურთიერთობა. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია ის არჩევნები, რომელიც მალე შედგება საქართველოში. საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ და შემდგომი ნაბიჯები იქნება ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავება პოლიტიკურ განზომილებაში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S