
„თურქეთი თავისი ზურგით იცავს დასავლეთის ინტერესებს, მათ შორის – აზერბაიჯანში“
29/09/2020 11:35:44 კავკასია
ამერიკელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ დორანი, რომელიც უმცროსი ჯორჯ ბუშის მმართველობის დროს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დირექტორი იყო, ყარაბაღის მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „თურქეთი თავისი ზურგით იცავს დასავლეთის ინტერესებს, მათ შორის – აზერბაიჯანში“.
"თურქეთი წინააღმდეგობას უწევს რუსეთსა და ირანს აზერბაიჯანსა და სირიაში, იდლიბში. გარდა ამისა, ანკარა წინააღმდეგობას უწევს მოსკოვს ლიბიაში და უკრაინაშიც. არ მითხრათ ახლა, რომ თურქეთი ძირს უთხრის დასავლეთს. თურქეთი თავისი ზურგით იცავს დასავლეთის ბევრ ინტერესს", – აცხადებს მაიკლ დორანი.
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.
იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში