Accentnews.ge
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "აზერბაიჯანის გვერდით ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთანაც და ბრძოლის ველზეც"

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "აზერბაიჯანის გვერდით ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთანაც და ბრძოლის ველზეც"

29/09/2020 13:32:41 კავკასია

თურქეთი მზად არის, ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანს სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავიშოღლუმ ანკარაში აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს – სომხეთი უნდა გავიდეს მის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვართ და ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთანაც და ბრძოლის ველზეც. თურქეთი სრულად უჭერს მხარს აზერბაიჯანს. დადგა დრო, ძირეულად გადაიჭრას ეს პრობლემა", – განაცხადა ჩავიშოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ Reuters–ისა და The Guardian მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთი სირიელ ბოევიკებს აზერბაიჯანში აგზავნის. კერძოდ, The Guardian წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების წინ თურქულმა უშიშროების კერძო ფირმამ სირიელი მეამბოხეები დაიქირავა აზერბაიჯანში გასაგზავნად.

Reuters კი წერს, რომ გამოცემა ესაუბრა ორ სირიელ მებრძოლს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ანკარიდან მიღებული მითითებებით აზერბაიჯანში გადაჰყავდათ.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S