"ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების და რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, დასტური იმისა, რომ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ნატო–ს წევრობასთან"
29/09/2020 13:25:34 პოლიტიკა
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა ბრიუსელში, სადაც კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული ის რეფორმები რომელიც უზრუნველყოფს და აძლიერებს დემოკრატიას ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და სრულ თავსებადობადობას ნატო–ს სტანდარტებთან”,- სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შეხვედრას ეხმიანება.
ბოჟაძის თქმით, "ეს არის ჩვენი ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფების და რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, დასტური იმისა, რომ არასდროს ვყოფილვართ ასე ახლოს ნატოს წევრობასთან":
"გენერალური მდივნის შეფასებებში აშკარად იგრძნობა მისი მოლოდინი უახლოეს მომავალში მოხდეს კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა და სრული ინტეგრაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ღია მხარდაჭერა და ოკუპაციის საკითხის მუდმივი ხაზგასმა, სერიოზული გზავნილია რუსეთისთვის შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულები. ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა და არსებითი პაკეტი ის ინსტრუმენტებია რომლებიც კიდევ უფრო დააჩქარებს და გააღრმავებს ისედაც ისტორიულად მაღალ ნიშნულზე მყოფ ურთიერთობებს”.


