Accentnews.ge
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" განთავსებული განცხადება, ე.წ ბოტების სამიზნე გახდა"

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" განთავსებული განცხადება, ე.წ ბოტების სამიზნე გახდა"

29/09/2020 20:41:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული განცხადება, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, ყალბი ფეისბუქ-მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა - ამის შესახებ ინფორმაციას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, "რადიკალიზაცია ნაცების არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც".

"ქართული ოცნების განცხადებას ტროლები აპროტესტებენ? ამათ იმედზე დარჩნენ ნაცები? რადიკალიზაცია მათი არჩევანია არჩევნებზეც და სოციალურ ქსელებშიც“,- წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ გამოხმაურებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S