Accentnews.ge
სააკაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას "ცეცხლთან თამაშად" აფასებს

სააკაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას "ცეცხლთან თამაშად" აფასებს

30/09/2020 05:14:13 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, საარჩევნო ბლოკის "ენმ - „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის თემაზე დაწყებულ გამოძიებას "ცეცხლთან თამაშად" აფასებს .

"ეს არის იაფფასიანი რუსული ოპერაცია, მაგრამ გათვლილი არის იმაზე, რომ ფინთი გოიმივით ააგდონ ქართველი ხალხი, ოღონდ, ერთი რაღაც შეეშალა თვითონ მართლა ფინთ გოიმ ივანიშვილს, რომ ქართველი ხალხის ასე მოტყუება და გაცურება არ მოხერხდება. ჩემი პრეზიდენტობის დროს ყველა ქართველს შეეძლო ჩვენს ისტორიულ-კულტურულ ძეგლში შესვლა დაუბრკოლებლად, მოლოცვა, ბერად აღკვეცა. ამას საერთოდ ეჭვქვეშ არ აყენებდა აზერბაიჯანული მხარე“, - განაცხადა სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე თქმით, 2012 წელს მისმა ხელისუფლებამ "პრაქტიკულად მიაღწია შეთანხმებას ილჰამ ალიევთან, რომ დელიმიტაციის დროს გარეჯი ოფიციალურად დაკანონებულიყო საქართველოს ნაწილად", თუმცა "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა:

"მე ყველა მოლაპარაკებაზე აზერბაიჯანულ მხარესთან ვაყენებდი საკითხს, რომ ოფიციალურად დაეკანონებინა ეს ტერიტორია საქართველოსთვის. მზად ვიყავით, რომ, როგორც საერთაშორისო სტანდარტია, ტერიტორიაც გაგვეცვალა, ოღონდ გარეჯი ოფიციალურად დაკანონებულიყო დელიმიტაციის დროს საქართველოს ნაწილად. პრაქტიკულად შეთანხმებას მივაღწიეთ ილჰამ ალიევთან ამასთან დაკავშირებით 2012 წელს, NATO-ს სამიტზე, როდესაც საბოლოო ეტაპზე ვიყავით, რომ მათაც მიეღოთ რაღაც ტერიტორია, მაგრამ ჩვენი გარეჯი ჩვენ დაგვრჩენოდა. მერე მოვიდნენ ესენი [„ქართული ოცნება“], ჩაშალეს მოლაპარაკებები, დაძაბეს აზერბაიჯანთან ურთიერთობა. ახლა ეს ურთიერთობები აზერბაიჯანთან ისტორიულ მინიმალურ ნიშნულზე. ასეთი ცუდი ურთიერთობები... ომი არ არის და დანარჩენი ყველაფერი. ამაზე უარესი არ შეიძლება იყოს. შესაბამისად, საქართველოს არავინ არ სცემს პატივს. ეს სიტუაცია დამთავრდება, როგორც კი ესენი [„ქართული ოცნება“] მოშორდებიან“.

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურპმა როკურატურამ განაცხადა, რომ ზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთების საქართველოს საზიანოდ შეთანხმებაზე გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S