Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი: „თითოეული ინციდენტი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული“

საფრანგეთის ელჩი: „თითოეული ინციდენტი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული“

30/09/2020 09:11:22 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოხდარი თითოეული ინციდენტი სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

როგორც ელჩმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა, პარტიებმა კამპანიაში მხარდამჭერთა მშვიდობიანი ჩართულობისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.

„ჩვენ ძალიან გვსურს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ევროპული უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამ სტანდარტებზე ნაკლებს არ მოველით ისეთი ახლო პარტნიორი ქვეყნისგან, როგორიც საქართველოა. არსამთავრობოები მიუთითებენ რიგ დარღვევებზე. თუ ეს სიმართლეა, დაშინება და ამომრჩველზე ზეწოლა ძალიან შორსაა ზემოთხსენებული პრინციპებისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ინციდენტი იყოს სათანადოდ გამოძიებული და შესაბამისი შედეგები მოჰყვეს ფაქტებს, რომელსაც გამოძიება დაადგენს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო კამპანიაში მხარდამჭერთა მშვიდობიანი ჩართულობისთვის ყველაფერი გააკეთონ.“, – განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის: გუშინ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების სავარაუდო შემთხვევებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S