Accentnews.ge
"კრემლს უფლება არ უნდა მივცეთ, დაბლოკოს საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ"

"კრემლს უფლება არ უნდა მივცეთ, დაბლოკოს საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ"

30/09/2020 09:35:09 საგარეო პოლიტიკა

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, დაბლოკოს საქართველოს სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ.

მისივე თქმით, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებისთვის ​რიგ კრიტერიუმებს, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით უკვე აკმაყოფილებს. თუმცა, იგი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარება ალიანსის წევრობის აუცილებელი პირობაა.

“თქვენ მომზადებული გაქვთ საფუძველი [გაწევრიანებისთვის]. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება, ვეტო დაადოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გადაწყვეტილებას. თბილისმა და ბრიუსელმა უნდა განსაზღვრონ საქართველოს გაწევრიანების გზა და არა – კრემლმა. ჩვენ ხაზგასმით უდა აღვნიშნოთ პრინციპი, რომ ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი”, – განაცხადა რასმუსენმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S