Accentnews.ge
თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტზე იძალადეს

თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტზე იძალადეს

30/09/2020 10:02:23 სამართალი

თბილისი-მარნეულის გზაზე "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტს სცემეს. მმართველი პარტია მათი წარმომადგენლის, თემურ შუბითიძის ცემაში ოპონენტებს ადანაშაულებს.

შემთხვევის ადგილზე უმრავლესობის ლიდერები - მამუკა მდინარაძე და ირაკლი სესიაშვილი ჩავიდნენ. სესიაშვილის თქმით, მათი წარმომადგენელი თბილისი-მარნეულის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქად დაეჯახნენ და შემდეგ მანქანიდან გადმოსულმა სამმა პირმა ის სასტიკად სცემა.

"ის უზრნველყოფს დაკომპლექტებას ჩვენი წარმომადგენლების საუბნო-საარჩევნო კომისიაში და ეს დამთხვევა ვერანაირად ვერ იქნება. როცა მარნეულში ვეღარ გაბედეს პროცოკაციის მოწყობა, ლაჩრულად სცემეს", - განაცხადა მდინარაძემ.

გუშინ მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ პლატფორმა 2020-ის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს, "მთავარი არხის" კორესპონდენტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს, ასევე პირველი არხის ოპერატორს და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, გივი ქველაძეს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალადობა "ქართულ ოცნებას" დაუკავშირა.

იხილეთ ასევე: „ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია მარნეულში მომხდარ ძალადობაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S