Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია მარნეულში მომხდარ ძალადობაზე

„ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია მარნეულში მომხდარ ძალადობაზე

30/09/2020 09:52:16 საზოგადოება

მმართველი გუნდის წარმომადგენლები ზოგადად, ძალადობას გმობენ, თუმცა მარნეულში 29 სექტემბერს განვითარებულ მოვლენებზე, ისევე როგორც მანამდელ ინციდენტებზე, რაზეც წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის შედეგებში არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ.

„რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი აქტივის წარმომადგენლები არ წამოეგნენ პროვოკაციას. გუშინ, სამწუხაროდ, ეს მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს, ძალადობა ყველა შემთხვევაში გაუმართლებელია და გუშინ საღამოს ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ,რომ ეს პროვოკაციის ფონზე იყო: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ და სამი–ოთხი მეტრის მოშორებით პირში აგინებდნენე, დედის გინება იყო პირდაპირი და ამის ვერმოთმენის გამო, უნდა ვთქავათ და ვაღიაროთ, რომ პროვოკაციას წამოეგნენ. სახელმწიფოს რეაგირება უნდა იყოს მკაცრი, ადექვატური. ჟურნალისტის მიმართ, ძალადობა, კონკრეტული ადამიანის მიმართ... მეორე მხარე აუცილებლად უნდა დაისაჯოს“,– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანალოგიური კომენტარი გააკეთა გუნდის კიდევ ერთმა წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა:

„პროვოკაციების კასკადს, რომელიც მიზანმიმართულია, რომ ზოგადად საარჩევნო პროცესში სიტუაცია დაიძაბოს, შეილახოს ქვეყნის იმიჯი იმ ნაწილში, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბულობით მიმდინარეობს, არის დაპირისპირება, ძალადობა – ეს უნდათ ჩვენს ოპონენტებს, ამის ფაქტები არსებობს. სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და ამ პროვოკაციას წამოეგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათთან ვმუშაობთ, მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკაონ, მაგრამ ყველაფერს საზღვაროი აქვს . სამწუხაოა, რომ ეს მოხდა. გამოძიება მიმდინარეობს და პასუხი თავისთავად ყველას მოეთხოვება“.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი ამბობს, რომ მედია წინასაარჩევნო დაძაბულობას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს.

“შეკითხვები ჰქონდათ ჟურნალისტებს, დაძაბულები არიან და მე ვფიქრობ, მედია კიდევ უფრო შეუწყობს ამ დაძაბულობას ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სტილში დაწყნარებულად, კომპეტენტურად გავცეთ პასუხები და ვიმუშაოთ ისე, როგორც შეეფერება პარლამენტს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს”, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

თავად პარტია მომხდარს 29 სექტემბერსვე გაკეთებულ განცხადებაში გაემიჯნა.

29 სექტემბერს მარნეულში დაპირისპირება მოხდა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ მხარდამჭერ ლაშა ქველაძეს და მის მანქანაში მსხდომ პირებს.

მომხდარის გაშუქებისას ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “მთავარი არხის” და “პირველი არხის” თანამშრომლებს. “მთავარი არხის განცხადებით” ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ 4 თანამშრომელს. ასევე ნაცემია “პირველი არხის” ოპერატორი. დამტვრეულია ორივე ტელეკომპანიის აპარატურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე გამოძიება ორი, ძალადობისა (სსკ-ის 126) და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის (სსკ-ის 154) მუხლებით დაიწყო. დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S