Accentnews.ge
საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს

საქართველო სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს

30/09/2020 10:47:07 კავკასია, პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი პროცესს, მათ შორის დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთო–ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, - ნათქვამია გიორგი გახარიას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში ვიტარება 27 სექტემბრის დილით გამწვავდა და მეოთხე დღეა, საბრძოლო მოქმედებები, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებისა, არ წყდება. კონფლიქტს ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S