Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ" შეჩერების მექანიზმი აამოქმედა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე "სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ" შეჩერების მექანიზმი აამოქმედა

30/09/2020 12:40:19 კავკასია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR )საქმეზე "სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ" შეჩერების მექანიზმი აამოქმედა.

როგორც სატრასბურგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასამართლომ 2020 წლის 28 სექტემბერს სომხეთის მიერ მიიღო მოთხოვნა აემოქმედებინა შეჩერების მექანიზმი აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

"იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ვითარება წარმოშობს კონვენციის სერიოზული დარღვევების რისკს, ECHR–ის 7 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ, გადაწყვიტა აემოქმედებინა სასამართლოს 39-ე მუხლი, რომელიც შეჩერების მექანიზმს გულისხმობს. სასამართლო მოუწოდებს ორივე მხარეს – სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც თავი შეიკავონ ნებისმიერი ღონისძიების გატარებისგან, განსაკუთრებით კი სამხედრო მოქმედებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების დარღვევა, მათ შორის მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენებით და მეორე მხრივ, შეასრულონ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები", – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ECHR მოუწოდებს ორივე მხარეს, სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია თავიანთი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ქმედებების თაობაზე.

სომხური მხარე შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას შემდეგი მიზნებისთვის ითხოვდა: აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ძალების კონტაქტის მთელ ხაზზე მდებარე მშვიდობიან დასახლებებზე სამხედრო შეტევა შეწყვეტილიყო; შეწყვეტილიყო “ბრმა თავდასხმები”; შეწყვეტილიყო თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, სამოქალაქო ობიექტებზე და დასახლებებზე.

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

იხილეთ ასევე: რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S