Accentnews.ge
ჩიხრაძე – გარეჯზე: „თუ რუქები КГБ–ს არქივში იყო და გამოტანა ახლა გადაწყვიტეს, სიფრთხილით უნდა შევხედოთ“

ჩიხრაძე – გარეჯზე: „თუ რუქები КГБ–ს არქივში იყო და გამოტანა ახლა გადაწყვიტეს, სიფრთხილით უნდა შევხედოთ“

30/09/2020 16:00:16 პოლიტიკა

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში და ამჟამად პარტია „ლელოს“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე დავით–გარეჯის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის, რომელშიც საზოგადოების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

როგორც ჩუხრაძემ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიბის შეფასებისას განაცხადა, სხვადასხვა რუქების არსებობაზე წლების განმავლობაში მუდმივად იყო საუბარი, თუმცა საყურადღებოა, რა გზებით გახდა ხელმისაწვდომი რუქები ამჟამად.

ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან მოყოლებული აქტიურად ვიყავი ჩართული გარეჯის პრობლემების შესწავლაში. ყოველთვის იყო საუბარი, რომ გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელიც განიხილებოდა საზღვრის დამდგენი კომისიის ფრმატში (დიდი ხანია ეს კომისია მუშაობს), არსებობს რაღაც დოკუმენტები და რომ ეს დოკუმენტები შესაძლოა, ამ რეალობაში არ არის ხელმისაწვდომი. თუ ეს რუქები რეალურად არსებობს, კარგია, მაგრამ საიდან გაჩნდა? თუ ის КГБ–ს არქივებში იყო, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას არ აძლევდნენ და КГБ–მ ახლა გადაწყვიტა, რაღაც პოლიტიკური მოტვით გამოიტანოს, ძალიან საფრთხილო თემაა და შესაბამისი სიფრთხილითაც უნდა შევხედოთ: თუ სწორედ ეს გზა განვლეს დოკუმემტებმა, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთს გარკვეული ინტერესი აქვს, როდესაც ახლა გასცემს მათ“,– განაცხადა ჩიხრაძემ.

მისი თქმით, „იყო მოსაზრება, რომ გარკვეულ რუქებზე საზღვარი გარეჯის კლდის თხემზე გადიოდა, რომლითაც დღეს აზერბაიჯანული მხარე სარგებლოს და იყო მოსაზრება ისეთი რუქების არსებობაზე, როდესაც კლდის ძირში გადის საზღვარი და ასეთ შემთხვევაში უდაბნოს მონასტერი, ჩიჩხიტური და ამაღლების ეკლესია ბუნებრვად ექცევა ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე“.

ჩიხრაძის შეფასებით, რუქების არსებობა დადებითი მოვლენაა, მაგრამ საკითხზე მსჯელობა არა წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მშვიდ ვიტარებაში უნდა წარიმართოს.

„არც ერთ შემთხვევაში არ ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ქვების სროლასა და დაპირისპირებაში განხილულიყო ასეთი საკითხი. დავით–გარეჯის თემა ეროვნულ „ნერვებზე“ გადის. ამ საკიხს დალაგებულ სიტუაციაში ძალიან ობიექტური გამოძიება სჭირდება. თუ ვინმემ რეალურად დამალა დოკუმენტები, ეს სერიოზული სკანდალია, მაგრამ ამ სკანდალსაც ძალიან სერიოზული და დაუინტერესებელი გამოძოება სჭირდება . გამოძიება, რომელიც შეიძლება წინასაარჩევნო პერიოდში წარიმართოს და არჩევების წინა დღეებში რაღაც შედეგების გამოცხადებას ისახავდეს მიზნად, ვერ იქნება დამაჯაერებელი –ყოველთვის დატოვებს ეჭვებს“,– დასძინა ჩიხრაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S