Accentnews.ge
თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს

თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს

01/10/2020 13:04:07 პოლიტიკა

თბილისში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა "მთავარ არხთან" აქცია გამართეს. ისინი ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ.

სამასამდე დემონსტრანტი ტელეკომპანიის შენობის წინ შეძახილებით "სირცხვილი" და "ყარაბაღი" შეიკრიბა. დემონსტრანტებმა ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს და მშვიდობიანად, ინციდენტის გარეშე დაიშალნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

საქართველოს ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "მთიანი ყარაბაღი არის აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორია, ამას არაფერი შეცვლის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S