Accentnews.ge
«Страна»: კიევში სააკაშვილზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა

«Страна»: კიევში სააკაშვილზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა

01/10/2020 14:58:30 პოლიტიკა

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს მიხეილ სააკაშვილს თავს ესხმოდნენ. ინციდენტი კიევის რესტორან Fabius-ში მოხდა, - იუწყება გამოცემა «Страна» პოლიციაში თავის წყაროზე დაყრდნობით.

«უცნობი მამაკაცი შეიპარა რესტორნის დარბაზში, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისვენებდა. ბასრი საგნით ხელში იგი მიუახლოვდა მაგიდას, სადაც სააკაშვილი სადილობდა და ექს-პრეზიდენტს დაემუქრა. მამაკაცი სააკაშვილისა და რესტორნის დაცვამ გააუვნებელჰყო, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მაგრამ მამაკაცი არ დაუკავებიათ და პოლიციის ადგილზე მისვლის მომენტისთვის იგი უკვე მიმალული იყო. თავდასხმის მცდელობის მოტივაცია დგინდება», - უამბო გამოცემას თვითმხილველმა.

"Страна" ინციდენტის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.

კადრებზე ჩანს, როგორ მიდის მაგიდასთან, სადაც სააკაშვილი სადილობს, მამაკაცი და იწყებს საუბარს. სააკაშვილის ერთ-ერთი თანამგზავრი მის განზე გაწევას ცდილობს. შემდეგ მაგიდას კიდევ ორი პირი უახლოვდება და ეფარება პოლიტიკოსს, რომელიც ადგილზე რჩება.

მამაკაცი განზე გადის, მას დაცვის ერთ-ერთი წევრი მიჰყვება. ამ დროს სამი მამაკაცი მაგიდისკენ წვდომას ბლოკავს. გარკვეული დროის შემდეგ მამაკაცი დარბაზს ტოვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S