
ირაკლი ბებუას 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება
01/10/2020 16:57:22 კონფლიქტები
აფხაზური დე ფაქტო შსს-ს მტკიცებით, გალის რაიონში აფხაზური დროშის დაწვის მცდელობისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას "აღმოჩენილია ხელყუმბარა, რომელიც საბრძოლო მასალას წარმოადგენს და გამოყენებისთვის ვარგისია".
ოქალაქე ბებუა დაკავებულია და გადაუვანილია წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ამ ეტაპზე მის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული სასჯელი - 30-დღიანი პატიმრობა. გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია დე ფაქტო შსს-ს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დე ფაქტო ძალოვანი უწყებები ბებუას ასევე "სახელმწიფო სომბოლოების გამიზნულ შეურაცხყოფასა" და "დამამძიმებელ გარემოებებში ქონების დაზიანებას" ედავებიან.
დაკავებულს ჯამში თავისუფლების 8 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
იხილეთ ასევე: "მტრობას არ უნდა ვზეიმობდეთ!": ქართველმა გალში აფხაზური დროშა დაწვა (ვიდეო)