Accentnews.ge
ოვანისიანი – აზერბაიჯანმა სტეპანაკერტზე საჰაერო იერიში მიიტანა

ოვანისიანი – აზერბაიჯანმა სტეპანაკერტზე საჰაერო იერიში მიიტანა

02/10/2020 12:01:32 კავკასია

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - იუწყება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარომადგენელი არცრუნ ოვანისიანი.

«მნიშვნელოვნადაა დაზიანებული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე სამაშველო სამსახურის ობიექტები” – წერს ოვანისიანი, რომელიც ამჟამად სტეპანაკერტში იმყოფება.

მანამდე მანვე გაავრცელა ინფორმაცია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ქალაქ გადრუტის დაცხრილვის შესახებ, რასაც სულ მცირე, 5 მშვიდობიანი მოქალაქის დაჭრა მოჰყვა.

სომეხური მხარის ინფორმაციით, სომეხ სამხედროებს შორის მსხვერპლის რაოდენობა 6 დღის განმავლობაში 153-მდე გაიზარდა

თავის მხრივ, ბაქო ერევანს აზერბაიჯანული დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. საუბარია, კერძოდ, ცეცხლის გახსნაზე ფიზულისა და ჯებრაილის რაიონების სამოქალაქო მოსახლეობის საცხოვრებების მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანული მხარე სომხურს საერთაშორისო კონვენციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

დღეს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა.

27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S