Accentnews.ge
ზურაბიშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიმართავს: "ერთობლივ მონაპოვარს ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ"

ზურაბიშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიმართავს: "ერთობლივ მონაპოვარს ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ"

03/10/2020 08:00:27 კავკასია, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მიმართავს, ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად დიალოგის გზას დაუბრუნდნენ.

"მინდა, მივმართო ამ ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნების პრეზიდენტებს, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი. მინდა, მივმართო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვტისკენ. ეს არის ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა ჩვენ დავუბრუნოთ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ", – განაცხადა ზურაბიშვილმა და ორივე მხარეს მსხვერპლის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს მიმართა და ერევანსა და ბაქოს მოლაპარაკებების თბილისში გამართვა კიდევ ერთხელ შესთავაზა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანსი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.

2 ოქტომბერს ერევანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის მზადაა. ბაქოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია. 30 ოქტომბერს კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოლაპარაკებათა უშედეგობაზე ისაუბრა და ცალკეული ქვეყნების მოწოდებებს დიალოგისკენ აზრს მოკლებული უწოდა.

27 სექტემბერს, დილით აზერბაიჯანის სარდლობამ გააკეთა განცხადება მთიან ყარაბაღში, შეხების ხაზის მთელს პერიმეტრზე შეტევის წამოწყების თაობაზე, – როგორც ბაქო ირწმუნება, სომხეთის მხრიდან შეიარაღებული ინციდენტების საპასუხოდ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რიგ ქალაქებში, მათ შორის ბაქოში კომენდანტის საათია შემოღებული. საომარი მოქმედებაა გამოცხადებული სომხეთში, ასევე მთიან ყარაბაღში.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებს შესთავაზა, თბილისში გამართონ შეხვედრა, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ჩამოყალიბებაზე იქნება მიმართული.თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიულოი კუთვნილების შესახებ დავა საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს. ბაქო უმთავრესად სომხებით დასახლებულ ამ რეგიონს 1990-იანების დასაწყისიდან აღარ აკონტროლებს. მაშინ შეიარაღებული კონფლიქტისას სულ მცირე, 30 ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი კი დევნილად იქცა. კონფლიქტის ამჟამინდელ აფეთქებას 1994 წელს დადებული ზავის შემდეგ ყველაზე სერიოზულად მიიჩნევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S