Accentnews.ge
ივანიშვილის გადაწყვეტილებაში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მიზნებს ხედავენ

ივანიშვილის გადაწყვეტილებაში ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის მიზნებს ხედავენ

05/10/2020 12:12:01 პოლიტიკა

სამართლიანი არჩევნების (ISFED) თავმჯდომარე ელენე ნიჟარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ჩუქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მიზანი შეიძლება, ამომრჩევლის განწყობაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენა იყოს.

"ის ფაქტი, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხორციელდება, საკმაოდ დაძაბულ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და იმის გათვალისწინებით, რომ ფონდი ქართუ პირდაპირ ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. მიზანი შეიძლება, იყოს არაპირდაპირი გავლენის მოხდენა ამომრჩევლის განწყობაზე, რათა არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ მათი დადებითი მხარდაჭერა მოიპოვოს", - აცხადებს ნიჟარაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდი ქართუ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო კამპანია კი პარტიებმა ოფიციალურად 31 აგვისტოს დაიწყეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S