Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მოველით, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად თავის გავლენას გამოიყენებს"

სტოლტენბერგი: "მოველით, რომ თურქეთი მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად თავის გავლენას გამოიყენებს"

05/10/2020 14:06:56 კავკასია, მსოფლიო

ნატო მოელის, რომ თურქეთი გამოიყენებს თავის გავლენას მთიან ყარაბაღში დაძაბულობის განსამუხტად, –ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ანკარაში საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავიშოღლუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სხვა რიგ საკითხებთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ რთული ვითარება ლიბიასა და სირიაში, ასევე მთიან ყარაბაღში და მის გარშემო მიმდინარე ძალადობა. საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო უკიდურესად შეშფოთებულები ვართ. ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა და მოძებნოს არსებული ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების გზა.მოველი, რომ თურქეთი თავის მნიშვნელოვან გავლენას გამოიყენებს დაძაბულობის განსამუხტად“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის: ყარაბაღში შეტაკებები 27 სექტემბერის შემდეგ გრძელდება. მხარეები მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. ბაქო და ერევანი ერთმანეთს დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. კონფლიქტის ორივე მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, “გამარჯვებამდე იბრძოლოს”, მიუხედავად გაერო-ს, რუსეთის, საფრანგეთის, აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოწოდებებისა, მოლაპარაკებები განახლდეს.

იხილეთ ასევე:

„თურქეთის ჩართვა NATO–სა და რუსეთის შეტაკებას ნიშნავს“ –ყარაბაღის კონფლიქტი და პროგნოზები

რუსეთი, თურქეთი: „მოკავშირეები“ ომის ზღვარზე, ამჯერად – კავკასიაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S