Accentnews.ge
კალაძე: "ენმ-ის წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, საჩუქრად მივიღოთ"

კალაძე: "ენმ-ის წევრები დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს ფლობენ, მზად ვართ, საჩუქრად მივიღოთ"

06/10/2020 09:47:14 პოლიტიკა

თბილისი მერის კახა კალაძის თქმთ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დედაქალაქისთვის იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის.

ამასთან, თემის კომენტირებისას კალაძემ ოპოზიციის განცხადებებს აბსურდული უწოდა და თქვა, რომ მერია მზადაა, საჩუქრად მიიღოს ის ტერიტორიებიც, რომლებსაც დიღმის ტყე-პარკში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფლობენ.

"არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება ეს არ არის. მეტსაც გეტყვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ეს ტერიტორიები საჩუქრად, არანაირი კანონდარღვევა არ არის ამაში, გადმოგვცენ, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდეგ მათ პროექტის განხორციელებისთვის ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ თავზე ავიღებთ და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერმა 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ ფონდი „ქართუ“ თბილისის მუნიციპალიტეტს "უსასყიდლოდ გადასცემს" ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ბიძინა ივანიშვილი ქმედება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეაფასეს.

6 სექტემბერს, ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილმა დედაქალაქს იპოდრომის მხოლოდ ის ნაწილი დაუბრუნა, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამომგებიანია. მისი თქმით, იპოდრომის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც დაახლოებით 80 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, მმართველი გუნდის ლიდერმა თავისთვის დაიტოვა.

აბესაძემ შესაძლო ფულის გათეთრების ფაქტზეც ისაუბრა. მან მიმდინარე წლის ივნისში განხორციელებული ფინანსური ოპერაცია გაიხსენა, როდესაც ფონდმა ქართუმ ივანიშვილის კომპანიისგან იპოდრომის ტერიტორია 60 მილიონ ლარად გამოისყიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S