Accentnews.ge
სომხეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ იუწყება

სომხეთის საელჩო საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაციის გავრცელების შესახებ იუწყება

06/10/2020 10:32:56 კავკასია, პოლიტიკა

საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველო სომხეთში საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ხელს უშლის, სიმართლეს არ შეესაბამება.

დიპლომატიური წარმომადგენლობა ყველას მოუწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, „ვინაიდან ეს პირდაპირ აზიანებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესებს“.

„საწვავის ან ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს,“- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთის საელჩო მუდმივ კონტაქტშია საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან:

„საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში, საკითხის სწრაფი გადაჭრის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოში სომხეთის საელჩოს“.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სომხეთის საელჩო იუწყებოდა ვიდეომასალის შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში იარაღის მიწოდებას ასახავდა და საელჩო აღნიშნავდა, რომ ეს დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S