Accentnews.ge
საფრანგეთის ელჩი და ოფიციალური თბილისი ფრანგი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ რუქასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

საფრანგეთის ელჩი და ოფიციალური თბილისი ფრანგი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ რუქასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებენ

06/10/2020 11:33:46 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი და ოფიციალური თბილისი განმარტებებს აკეთებენ ფრანგი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ რუქასთან დაკავშირებით, რომელზეც საქართველოს ტერიტორია სომხეთის ფარგლებშია მოქცეული.

როგორც საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, "ფრანგი პოლიტიკოსის ლორან ვოკიეს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შესაბამისი რუქა ნამდვილად არ ასახავს საფრანგეთის ხელისუფლების პოზიციას".

"საფრანგეთის მთავრობა პატივს სცემს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", – წერს ელჩი "ტვიტერში" პირად გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ "უკვე დაწყებულია საკითხის მოკვევა და წინასწარი ინფორმაციით დგინდება, რომ ლორან ვოკიეს ფოტოებში მოხვედრილ რუქას საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ჯგუფები იყენებენ".

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში დაუკავშირდნენ და ხაზზე არიან ფრანგ კოლეგებთან, კერძოდ საფრანგეთის ოვერნ-რონა-ალპების რეგიონის პრეზიდენტის ოფისთან. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული რეგიონის პრეზიდენტის ლორან ვოკიეს სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter) გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელსაც თან ახლავს ფოტო-მასალა, სადაც ასახულია რუკა, რომელზეც სომხეთის საზღვრებში მოქცეულია საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. პირველადი მოკვლევით ეს გახლავთ რუკა, რომელსაც აქტიურად იყენებს საფრანგეთში მოქმედი ნაციონალისტური ხასიათის ორგანიზაცია და მას არანაირი კავშირი ფრანგულ ოფიციალურ მხარესთან არ აქვს. აღნიშნული შენობა, სადაც იმყოფება რეგიონის პრეზიდენტი ასევე წარმოადგენს ნაციონალისტური ორგანიზაციის ოფისს“, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.

როგორც ლორან ვოკიეს მიერ "Twitter"–ში პირად გვერდზე გამოქვეყნებული "პოსტიდან" ირკვევა იგი ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდა სომეხი ოჯახებისვის, რომლებიც ყარაბაღში დაზარალდნენ:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S