კალაძე – ჯაფარიძეს: "მიდი, ჯაფარ, ძმაო“
07/10/2020 06:01:05 პოლიტიკა
"მიდი, ჯაფარ, ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?"- ამ კომენტარით გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გირჩის ლიდერის Facebook-ლაივს.

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს. ადგილზე ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად ფეხბურთის მატჩის ყურებასაც აპირებს.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, მან მუშტაიდის ბაღის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა.
განახლება
ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერიას ოფიციალურად მიმართა 8 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის ნებართვისთვის, ამასთან, მუშტაიდში დაგეგმილი საქართველო-ბელარუსის მატჩზე დაპატიჟა.
"ოფიციალური წერილით მოგმართეთ დღეს დილით და იქნებ ოფიციალურად დამიდასტუროთ დღესვე, რომ მუშტაიდის ადმინისტრაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ მე ხვალ იქ გავმართავ წინასაარჩევო შეხვედრას და პარალალურად ეკრანზე გავუშვებ საქართველო-ბელორუსის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩს, რადგან ადამიანთა თავშეყრა ღია სივრცეში დაშვებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
პასუხი ძალიან მეჩქარება, რათა დავიწყო ლოგისტიკური საკითხების მოგვარება. მადლობა წინასწარ და აქვე გეპატიჟებით მატჩის საყურებლად. ხვალ მუშტაიდში შეგვიძლია ცოტა ხნით გავმიჯნოთ სპორტი და შიდა პოლიტიკა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.


