Accentnews.ge
სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ დატოვებას ადასტურებს

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართული ოცნების“ დატოვებას ადასტურებს

07/10/2020 07:31:22 პოლიტიკა

სახელმიწფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი "ქართული ოცნებას" ტოვებს. ინფორმაცია მან „მთავარ“ არხთან დაადასტურა, თუმცა მიზეზებზე და სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია.

გოგაშვილი ამბობს, რომ პირადად გადაწყვეტილება პირადად განუმარტა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომ ივანიშვილი აღნიშნულს გაგებით შეხვდა და წარმატებებიც უსურვა.

შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებაში“ მონიტორინგის, კოორდინაციის და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მანამდე კი – 2015-2018 წლებში სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი გახლდათ.

განახლება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ვარაუდობს, რომ გოგაშვილს „შავი საქმეებისთვის ამზადებენ“:

„ვფიქრობ, რომ გოგაშვილის და დამნაშავე “ქართული ოცნების” განქორწინება ვერ მოხდება ვერაფრით. ეს არის მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი. ალბათ, რაღაც შავი საქმეებისთვის ამზადებენ გარკვეულ ჯგუფებს“

როგორც ვაშაძე საკუთარ მოსაზრებას განმარტავს, „სოსო გოგაშვილი კომპრომატირებული ადამიანია. შესაბამისად, მისი მართვის მექანიზმი „დამსხვრეული ოცნებების პარტიას“ ხელში უჭირავს“:

„აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს ვითომ განქორწინება სრული ფორმალობაა. რეალურად, შეიძლება მას აქვს რაღაც კონკრეტული დავალებები ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რაც „დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის“ არის მნიშვნელოვანი. ისე, ასეთი ჰყავთ ყველა, გოგაშვილი გამონაკლისი კი არ არის, ასეთია ყველა, გახარიადან დაწყებული“, - განაცხადა ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S